ელეონორა არჩაია კახიანოურის ოლქში შეხვედრებს განაგრძობს [R]
“ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი კახიანოურის ოლქში ელეონორა არჩაია მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. მისი თქმით, შესაძლებლობის მაქსიმუმს გააკეთებს და თითოეული ადამიანის გვერდით იქნება.
„პოპულარიზაციას გავუწევ ჯანსაღი ცხოვრების წესს, მე მინდა თქვენთან ერთად ვიცხოვრო ქალაქში, სადაც ჩვენი შვილები გაიზრდებიან უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში. ქალაქში, სადაც ყოველდღიურად შეიგრძნობენ თანადგომას. მოწესრიგდება ტრასპორტი და პარკირება, ახალგაზრდებს ექნებათ დასაქმების საშუალება. ეს არ არის უბრალოდ სურვილი, ან შორეული პერსპექტივა, ეს არის "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ განვითარების ერთ-ერთი რეალური გეგმა, რომლის შემდეგაც ქუთაისი აუცილებლად იქნება ძლიერი თვითმმართველობა ძლიერი საქართველოსთვის“, -განაცხადა კახიანოურის ოლქის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ელეონორა არჩაიამ ევდოშვილის მე-8, მე-10 შესახვევისა და გოგოლის ქუჩის ამომრჩეველებთან შეხვედრისას.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















