|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ელექტრონული საშუალებით უნდა მიეცეთ - სალომე ზურაბიშვილი

ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ელექტრონული საშუალებით უნდა მიეცეს პრეზიდენტი, - ამის შესახებ  საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა  ფორუმზე „ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით,  საზღვარგარეთ მილიონობით ქართველი იმყოფება, თუმცა, არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ათასობით ადამიანი ახერხებს. 

„სანამდე უნდა იყოს, რომ ჩვენ გვყავდეს მილიონზე მეტი ადამიანი უცხოეთში და არჩევნებში მონაწილეობდეს მხოლოდ რამდენიმე ათასი ადამიანი. დღეს, არსებობს არჩევნებში მონაწილეობის მიღების ელექტრონული საშუალებები ჩვენს ქვეყანაში, ეს გამოვცადეთ ბოლო არჩევნებზე და ალბათ, დროა გადავიდეთ ამ საშუალებების გამოყენებაზე, რომ მივცეთ უცხოეთში მყოფ ქართველებს საშუალება უშალოდ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ამით არ არის აუცილებელი, რომ გაიხსნას უამრავი საარჩევნო კომისია, თავისი ყველა პრობლემით. თან როცა არ ცხოვრობ ისე ახლოს რომელიმე ქვეყანაში დედაქალაქთან, ალბათ, უფრო სხვა საკითხებზე ფიქრობ. ეს ალბათ, პოლარიზაციასაც ცოტა ქვევით დაწევდა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა