|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ენმ-ის არჩევნებში მონაწილეობა ამ დროისთვის 20 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო

ნაციონალურ მოძრაობაში  თავმჯდომარის არჩევა მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ბაზაში 50 ათასი ამომრჩეველია დარეგისტრირებული. პარტიის ინფორმაციით,  ამ დროისათვის სასურველ კანდიდატს 20 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა უკვე მისცა ხმა. 

პარტიაში  ამომრჩევლების კიდევ უფრო გააქტიურებას საღამოს საათებში  ელოდებიან, რა დროსაც ემიგრანტებიც შელებენ ხმის მიცემას. 

მთავარი ოპოზიციური პარტიის ამომრჩევლებმა არჩევანი 4 კანდიდატს შორის უნდა გააკეთონ. თავმჯდომარის პოსტზე კენჭს პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი, მოძრაობა "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი მუმლაძე და "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი დეპუტატი ნონა მამულაშვილი იყრიან. 

არჩევნები ელექტრონუილი ფორმით,  28-29 იანვრის ჩათვლით გაიმართება,  შედეგები 30 იანვარს  გახდება ცნობილი. 

ავტორი: ნიუპრესი