ერევანი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით საფირმო მატარებელი იმოძრავებს
15 ივნისიდან ერევანი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით ჩქარი, საფირმო მატარებელი №202/201 ინიშნება.
სამგზავრო შემადგენლობა მთელი ზაფხულის განმავლობაში ყოველდღიურად იმოძრავებს.
მატარებელი ერევნიდან გამოვა 15:30, ბათუმში შევა 07:10, ბათუმიდან კი გამოვა 15:40 და ერევანში ჩავა 07:25.
ამ მიმართულებას აქვს შემდეგი სიახლე: მატარებელი №202/201-ის გაჩერების სადგურების რიცხვს - სამტრედიის სადგური დაემატება. აღნიშნული მატარებლით მგზავრობის ტარიფი ვაგონების კატეგორიების შესაბამისად განისაზღვრება.
მგზავრთნაკადის გაზრდის შემთხვევაში, გათვალისწინებულია შემადგენლობაზე ვაგონების დამატებაც.
![]()
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.92%
გაუარესდა - 53.17%
არ შეცვლილა - 11.9%
სულ - 126 ხმა

.jpg)
.jpg)

_5.jpg)
13:33
















