"ფანჯრიდან გადმოვარდნილი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა"
ზუგდიდის რეფერალური საავადმოყოფოს ფანჯრიდან გადმოვარდნილი გაბრიელ ლუკავა კატასტროფის ბრიგადამ ქუთაისში გადმოიყვანა. ის სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრშია მოთავსებული.
"ბავშვის მდგომარეობა უმძიმესია, მას აღენიშნება მრავლობითი პოლიტრავმა, გულსისხლძარღვთა დახურული ტრავმა, კიდურების მრავლობითი მოტეხილობა, პაციენტი ამჟამად მართვით სუნთქვაზეა"- განაცხადა "ევექსის" საავადმყოფოების ქსელის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გიორგი ნიორაძემ.
ოჯახის წევრები ბავშვის თბილისში გადაყვანას ითხოვენ.
არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი გაბრიელ ლუკავა მეოთხე სართულის ფანჯდრიდან იმ დროს გადავარდა, როდეც დედა მისთვის საჭმელს ამზადებდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















