|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ქუთაისში გმირთა მემორიალს პატივი მიაგეს

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს გმირთა მემორიალი და პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ხსოვნას.
სასულიერო პირებმა ომში დაღუპულებს პარაკლისი გადაუხადეს.
️"ფაშიზმზე გამარჯვებიდან 79 წელი გავიდა. გამარჯვების დღეს ვულოცავ ომის ვეტერანებს და განსაკუთრებით იმ სამ ქუთაისელ ვეტერანს, რომლებიც დღესაც ჩვენს გვერდით არიან. მათ საკუთარი წვლილი შეიტანეს ფაშიზმის დამარცხებაში.
მშვიდობა იყოს ჩვენს ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში! დიდება გმირებს!"-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ. გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით მიიღო.

ავტორი: ნიუპრესი