|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გაერთიანებულ ოპოზიციას "ევროპული საქართველოდან" 140 -მდე ადამიანი შემოუერთდა"

"გაერთიანებულ ოპოზიციას "ევროპული საქართველოდან" 140 -მდე ადამიანი შემოერთდა" - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის უფროსმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ოპოზიციურ გაერთიანებაში "ევროპული საქართველოს" განცხადების საპასუხოდ დღეს ქუთაისის ოფისში ბრიფინგი გამართეს.

გიორგი ვაშაძემ "ევროპული საქართველოს" საპასუხოდ ის ადამიანები წარმოადგინა, რომლებმაც კოალიციაში "ევროპული საქართველოდან" გადაინაცვლეს.

ვაშაძის თქმით, ამ ადამიანების ნაწილმა "ევროპული საქართველო" სხვადასხვა დროს დატოვა და ამჯერად, პოლიტიკური არჩევანი ,,ძალა ერთობაშიას" სასარგებლოდ გააკეთეს. გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ "ევროპული საქართველოდან" ქუთაისში დღეს გაერთიანებას 140 -მდე ადამიანი შემუერთდა. ესენი არიან, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატები, ასევე შტაბის წევრები და შტაბის წევრები.

 შეგახსენებთ, "ევროპულ საქართველოში" მათი პარტიიდან გაერთიანებულ ოპოზიციაში  წევრების მასიური გადასვლის შესახებ განცხადებას სიცრუე უწოდეს.  "ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის დავით გოგისვანიძის განცხადებით, 140 წევრი რომ ყოლოდა გია თევდორაძეს, პარტიის შიდა არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას".

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა