გაერთიანებულ ოპოზიციას "ქართული ოცნების" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები შეუერთდნენ
გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" "ქართული ოცნების", "ევროპული საქართველოს" და სხვა პარტიების წარმომადგენლები შეუერთდნენ. ამის შესახებ გაერთიანების წევრებმა ქუთაისში, პირველ საჯარო სკოლასთან, ექვთიმეს ძეგლთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
მათი თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია არის ერთადერთი ძალა, რომელიც ხელისუფლებას შეცვლის.
პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, დღეს უმოქმედობის დრო არ არის, რადგან ქვეყნის წინაშე დგას დიდი გამოწვევა დგას. ვაშაძემ მხარდაჭერებს მადლობა გადაუხადა.
"დაიწყო გაერთიანება პატრიოტების, რომელთაც ყელში ამოუვიდათ მუდმივი ანგარიშსწორება და წინა ხელისუფლების ლანძღვა. მაშინ, როდესაც ქვეყანაში უმოქმედობაა, ისინი გვიერთდებიან არა ფინანსური ინტერესის გამო, არამედ, რომ სურთ ქვეყნის განვითარება", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ქუთაისში გაერთიანებას ამირან ხვადაგიანი, ანდრო ლოსაბერიძე, კახა ნემსიწვერიძე, ასევე "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ანდრო მაღლაკელიძე, ელისო დათუსანი და დავით ჯანელიძე შეუერთდნენ. გაერთიანებაში გადმოვიდნენ ასევე "ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის კოორდინატორებისა და აქტივისტების ნაწილი.
გაერთიანებას ასევე შეუერთდა "ქართული ოცნების" ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წარმომადგენელი ცირა ჯინჭარაძე შეუერთდა. მისი განცხადებით, პარტიიდან წასვლის მიზეზი სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება გახდა. მისი თქმით, მხარს უჭერს გრიგოლ ვაშაძეს, რადგან როგორც ბევრ მოქალაქეს "ქართულმა ოცნებამ" მასაც იმედი გაუცრუა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















