|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გაიცანით ქუთაისი"- რა ისტორია უკავშირდება მესხიშვილის თეატრს? [VIDEO]

ქუთაისის დრამატული თეატრი ერთ–ერთია საქართველოს თეატრებს შორის, რომელიც საუკუნე ნახევარზე მეტს ითვლის. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ  თეატრის აღორძინება ქუთაისიდან დაიწყო.

1861 წლის 3 მარტს ქუთაისში გიორგი ერისთავის კომედია "გაყრა" დაიდგა. 1880 წელს კი ქუთაისში დაფუძნდა პროფესიული დასი, რომელსაც 1885 წელს სათავეში ჩაუდგა ცნობილი მსახიობი და რეჟისორი კოტე მესხი.

1894-1905 წლებში ქუთაისის თეატრს ხელმძღვანელობდა დიდ ქართველი მსახიობი, რეჟისორი და საზოგადო მოღვაწე ლადო ალექსი-მესხიშვილი.

1940 წელს ქუთაისის თეატრს ლადო მესხიშვილის სახელი მიენიჭა.  1955 წელს ოფიციალურად გაიხსნა ქუთაისის დრამატული თეატრის ახალი შენობა, უნიკალური არქიტექტურული ნაგებობა, რომელსაც 2009 წელს ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 

ქუთაისის თეატრის წარსულისა და დღევანდელობის შესახებ ნახეთ ჩვენი სიუჟეტი:

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი,ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა