|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მერის ანგარიშში გაკეთებულთან ერთად გაფუჭებული საქმეების ჩამონათვალიც თუ არის"?

გაკეთებულთან ერთად გაფუჭებული საქმეების ჩამონათვალი თუ იქნება ამ ანგარიშში?- აღნიშნულის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერმა ბესიკ ბრეგაძემ განაცხადა ნიუპრესთან საუბარში ქალაქის მერის მიერ ჟურნალისტებისათვის წარდგენილი ანგარიშის შეფასებისას.

ქალაქის მერის ჟურნალისტებთან შეხვედრას საკრებულოს წევრი ბესიკ ბრეგაძე ესწრებოდა.  მისი თქმით, სერიოზული პრობლემებია ქალაქში არქიტექტურის,  ინფრასტრუქტურის მხრივ, რის შესახებაც ანგარიშში საუბარი არ ყოფილა. "ISO სერთიფიკატზე სიამაყით საუბრობდა ბატონი შოთა და მე არ ვიცი, როგორ შეიძლება მენეჯმენტში ISO სერთიფიკატი გქონდეს, როცა არქიტექტურის სამსახურის უფროსი გყავს ეკონომიკური განათლებით, ან იმ დროს, როცა ელექტრონულ სისტემაზე გადასვლით იწონებ თავს, ამ დროს სამსახური კი არა, განყოფილებაც არ გაქვს აიტის?

 ჩამონათვალი გააკეთა  ბატონმა შოთამ და თქვა, რომ 2700-ზე მეტი პროექტი განახორციელეს ქალაქში მისი მერობის პერიოდში. მინდა ვკითხო, ამ ჩამონათვალში  შედის ასათიანის ქუჩა, რომელიც 3 წელია კეთდება და ჯერ არ გაკეთებულა, თუ გაფუჭებულ საქმეთა ჩამონათვალშია? ასევე მერი საუბრობდა გამჭვირვალე მმართველობაზე, არაერთგზის მიგვიმართავს ქალაქის მერისათვის სარეზერვო თანხების ხარჯვის დეტალური მონაცემების მოთხოვნით და არც ერთხელ ეს მონაცემები არ მიგვიღია, მხოლოდ ზოგად პასუხს ვიღებთ, რომელსაც კონკრეტიკა არ ახლავს, იმ პროგრამულ ბიუჯეტზეც რომელიც დეტალიზებულია, ის ინფორმაცია, საკრებულოს წევრებისთვისაც კი მიუწვდომელია, 7 წერილი პირადად მე მაქვს გაგზავნილი და შემიძლია ნებისმიერ ვაჩვენო, 3 მათგანზე პასუხი საერთოდ არ მაქვს მიღებული, 4-ზე კი ზოგადი პასუხი აქვთ გაცემული, იმ დროს როდესაც საკრებულოს წევრს კანონით აქვს უფლება, პროცესში ჩაიხედოს და ნახოს ყველა დეტალი,  ჩვენ დასრულებული პროცესის შედეგად მიღებულ დოკუმენტს ვითხოვთ და იმასაც არ გვაძლევენ, რომელ წარმატებასა და გამჭვირვალე მმართველობაზე არის საუბარი?"-აცხადებს საკრებულოს წევრი ბესიკ ბრეგაძე.

შეგახსენებთ, დღიდან ქუთაისის მერი სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან შეხვედრებს და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ჩაბარებას იწყებს. პირველი შეხვედრა მან ჟურნალისტებთან გამართა.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა