|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ქუთაისის ხარების ტაძარში [PHOTO]

კორონავირუსის ეპიდემიის გამო არსებული შეზღუდვებისა და არსებული რეკომენდაციის მიუხედავად ქუთაისის სახების ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიას უამრავი ადამიანი დაესწრო. 

 ტაძარში მრევლისთვის სპეციალური მონიშვნებია გაკეთებული, სტიქაროსნები მრევლს ნიშნულებზე დადგომისკენ მოუწოდებენ, თუმცა ხალხმრავლობის გამო დისტანციის სრულად დაცვა ვერ ხერხდება.

ხმის გამაძლიერებელია დამონტაჟებული ტაძრის ეზოში.

მრევლის თქმით, წესებს ემორჩილებიან, თუმცა ტაძარში თავს უსაფრთხოდ გრძნობენ და ამიტომ წირვა-ლოცვას ესწრებიან.

ავტორი: ნიუპრესი