|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შშმ პირებისათვის წართმეული უფლება [PHOTO]

ქუთაისის მუნიციპალურმა შპს "პარკინგსერვისმა" მის დაქვემდებარებაში არსებული პარკირების ადგილების მოწესრიგება გასულ წელს  დაიწყო.  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის გამკუთვნილი პარკირების ადგილები სპეციალურად განსხვავებული ფერით დაიხაზა. ცისფრად გაფერადებული ადგილი მიანიშნებს, რომ მონაკვეთი შშმ პირთათვის არის გამოყოფილი.  თუმცა ამას ხშირად  უგულებელყოფენ და თავიანთ ავტომობილს ამ ადგილებზე აჩერებენ განსაკუთრებული საჭიროების არმქონე პირები.  შშმ პირებისათვის წართმეული უფლებების შესახებ ნახეთ "ნიუპრესის" ფოტორეპორტაჟი.

ავტორი: ხატია ბანძელაძე