|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

განსაკუთრებული შეთავაზება ოქროსმედალოსანი აბიტურიენტებისთვის ბიზნეს ანალიტიკის საბაკალავრო პროგრამაზე

 საქართველოს უნივერსიტეტი აგრძელებს ოქროსმედალოსნების მხარდაჭერას და წახალისებას, ყოველწლიურად ასობით მოსწავლე ასრულებს საშუალო სკოლას წარჩინებით, რის შემდეგაც ისინი უნივერსიტეტებში აგრძელებენ სწავლას, ეს შეთავაზება ერთგვარი წამახალისებელი ჯილდოა იმ ახალგაზრდებისთვის, რომელთაც საშუალო სკოლა წარმატებით დაასრულეს და ჩააბარებენ საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესს ანალიტიკის საბაკალავრო პროგრამაზე. 

აღსანიშნავია, რომ უკვე მეორე წელია მოქმედებს, 50% - იანი, დაფინანსება ბიზნესს ანალიტიკის პროგრამაზე და ათობით ოქროსმედალოსანი სტუდენტი სარგებლობს ამ შესაძლებლობით. 

საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტმა, ლია კაპანაძემ ქალაქ გორში, ღია კარის დღის ფარგლებში შეიტყო, UG -ის შეთავაზების შესახებ და ახლა, როგორც ბიზნესს ანალიტიკის, ოქროსმედალოსანი სტუდენტი გვიზიარებს იმ მიზეზებს, თუ რა იყო მისთვის მთავარი გზამკვლევი და რატომ შეაჩერა არჩევანი ამ პროფესიაზე.

„ყოველთვის მომწონდა და მაინტერესებდა ბიზნესის სფერო, ამ კუთხით შევარჩიე პროფესიაც, რაც შეეხება უნივერსიტეტის შერჩევას, მთავარი იყო ის შესაძლებლობები, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტის ბაზაზე დამხვდებოდა, ვგულისხმობ იმ სერვისებს, რაც სტუდენტს განვითარებაში ეხმარება, ქალაქ გორში ჩატარებული ღია კარის დღის ფარგლებში, სწორედ ამ ინფორმაციამ მიიპყრო ჩემი ყურადღება, ერთი, რომ უნივერსიტეტი ჩემს წარჩინებულ სწავლას სკოლაში დამატებით დამიფასებდა და მეორე, ის საერთო აკუმულირებული შესაძლებობები, რაც სტუდენტობის დროს მექნებოდა“ .

საბაკალავრო დონეზე, ბიზნესს ანალიტიკის პროგრამა საქართველოს უნივერსიტეტის ერთ-ერთი უპირატესობაა. პროგრამის მნიშვნელოვანი მახასიათებელი ის არის, რომ სასწავლო სილაბუსი საშუალებას იძლევა მრავალპროფილური განათლება მისცეს სტუდენტს, რაც საბოლოოდ კურსდამთავრებულს შესაძლებლობას აძლევს დასაქმდეს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში.

სასწავლო სილაბუსი აერთიანებს ბიზნესის სფეროს ყველა ელემენტს, როგორც ზოგად საგნებს: მათემატიკა, ფინანსები, ბუღალტერია და ა.შ. ასევე კონკრეტულ ქეისებზე პრაქტიკულ სამუშაოებს, რაც სტუდენტისთვის პრაქტიკულ სწავლებას უზრუნველყოფს. 


სწორედ ამ შინაარსის გათვალისწინებით, ქ. ზესტაფონის,  რევაზ მუმლაძის მე -7 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, ანასტასია ჭითანავასთვის ბიზნესს ანალიტიკოსობა, როგორც პროფესია შესაძლებლობაა, რომ დამსაქმებელთან საკუთარი ცოდნა სხვადასხვა დარგში თანაბარი ხარისხით წარმოაჩინოს.

 

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ პროგრამაში მომწონს არის ის, რომ ბიზნესს ანალიტიკის პროგრამის სტუდენტი სწავლობს ბიზნეს პროცესებზე და მონაცემთა ანალიტიკაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას, ბიზნეს ადმინისტრირებისა და მათემატიკური მეთოდების შესწავლით პროგრამა საშუალებას გაძლევს ბიზნესის სფეროში შემოქმედებითი უნარები გამოამჟღავნო და რაც მთავარია ამით შექმნა ნებისმიერი პროდუქტი. როგორც აღვნიშნე, ეს არ არის არც წმინდა მათემატიკა და არც ფინანსური აღრიცხვა, ეს არის პროფესია, რომელიც საშუალებას გაძლევს კერძო თუ საჯარო სამსახურში მუშაობის შემთხვევაში პროდუქტის საჭიროების დადგომიდან, მისი შექმნის დასრულებამდე სრულად იყო ჩართული, როგორც შინაარსობრივ ასევე ტექნიკურ სამუშაოებში.“ 

ყოველწლიურად დაახლოებით 40 000 აბიტურიენტი აკეთებს არჩევანს და სწავლას აგრძელებს უმაღლეს სასწავლებელში, რა თქმა უნდა, მათთვის შერჩევის კრიტერიუმები ინდივიდუალურია, მაგრამ არის რამოდენიმე ფაქტორი, რაც ყველასთვის თანაბრად მნიშვნელოვანია, მათ შორის გაცვლითი პროგრამები, თუ რამდენად ექნებათ შესაძლებლობა შერჩეული პროფესიის ფარგლებში განათლება საზღვარგარეთ მიიღონ და საერთაშორისო გამოცდილება გაიზიარონ. აბიტურიენტებისთვის უკვე დღეს არის მნიშვნელოვანი, როგორ უწყობს ხელს უნივერსიტეტი მათ გაცვლით პროგრამაში ჩართულობის ხელმისაწვდომობაში.

 

ოქროსმედალოსანი, მარია ხაჩიძე გაცვლით პროგრამებზე საკუთარი გამოცდილებას უზიარებს აბიტურიენტებს, თუ რატომ ურჩევს საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესს ანალიტიკის პროგრამაზე ჩაბარებას და თუ რა დახვდებათ პირველკურსელებს ამ პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო დონეზე.

  „ვფიქრობ, მთავარია სწორი აქცენტები თუ რა გვინდა, რომ ვაკეთოთ - სამომავლოდ. ამიტომ არჩევანის გაკეთებისას ამით სჯობს იხელმძღვანელონ აბიტურიენტებმა. დეტალურად გაეცნონ უნივერსიტეტის შეთავაზებებს, გაეცნონ პროგრამების შინაარს და ამასთან ზოგადად მოიძიონ ინფორმაცია თუ რა რესურსებით არის გამორჩეული უნივერსიტეტი, პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ შემდეგ საფეხურზე (მაგისტრატურზე ) სწავლის გაგრძელება ქვეყნის გარეთ შემძლებოდა, შესაბამისად, ამით ვიხელმძღვანელე ბიზნესს ანალიტიკაზე ჩაბარებისას. რა თქმა უნდა, საქართველოს უნივერსიტეტი, საკუთარი პარტნიორი უნივერსიტეტების დახმარებით, მაძლევს საშუალებას მაგისტრატურაზე საზღვარგარეთ ვისწავლო. სურვილისამებრ, ბაკალავრის საფუხურზეც იგივე დატვირთვით არის შესაძლებელი სასწავლებლად წასვლა და ჩემი ბოლო რჩევაც ეს იქნებოდა, რომ აბიტურიენტები ერთის მხრივ გაეცნონ უნივერსიტეტის შეთავაზებებს ამ კუთხით და ჩაბარების შემდეგ, აუცილებლად გამოიყენონ ეს შესაძლებლობა“

საქართველოს უნივერსიტეტის, ბიზნესს ანალიტიკის პროგრამაზე 50% - იანი დაფინანსება, წარმატებული მოსწავლეებისთვის დამატებითი აღიარებაა, მათ სკოლის პერიოდი წარჩინებით დაასრულეს, რის გამოც ახალ გარემოში, ცხოვრების ახალ ეტაპზე ჯილდო დახვდებათ, დამატებითი შეღავათის სახით.

აღსანიშნავია ისიც, რომ ოქროსმედალოსნებს ბიზნესს ანალიტიკის პროგრამაზე ჩაბარების შემთხვევაში, ხარისხიანი განათლების მიღებისთვის საჭირო ყველა რესურსი სასწავლო სულაბუსში აქვთ გაწერილი - პრაქტიკული სამუშაოები, თეორიული მასალა, საერთაშორისო ასპარეზზე სწავლის შესაძლებლობა და რაც მთავარია, დასაქმების შესაძლებლობა, როგორც კერძო ასევე საჯარო სექტორში. 









ავტორი:

უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 21 ხმა