გარდაბნის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო
23 დეკემბერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმდებარე მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.
ღონისძიება ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე დრამერების მუსიკალური პერფორმანსით დაიწყო, რის შემდგომაც სპეციალურად მოწყობილ სივრცეში პატარების საახალწლო განწყობის შექმნაზე თოვლის ბაბუასთან ერთად ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებმა იზრუნეს.
შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და დამდეგი ახალი წელი მიულოცეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურმა და პარლამენტის წევრმა სავალან მირზოევმა.
გარდაბანში, საახალწლო აქტივობა ნაძვის ხის ანთებით არ სრულდება, 3 იანვარს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, გარდაბანში საახალწლო ღონისძიება გაიმართება.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 75%
არა - 25%
არ ვიცი - 0%
სულ - 4 ხმა