|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სამედიცინო დაწესებულებებს საჭირო ინვენტარი გადაეცა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის და ისრაელის სახელმწიფოს მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემული სამედიცინო ინვენტარი დღეს, გარდაბანში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებს გადაეცა.
 
ჰუმანიტარული დახმარება, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა მოადგილეებთან ერთად, სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგნლებს პირადად გადასცა. 
 
„მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ქვემო ქართლში სახელმწიფო რმუნებულისა და ისრაელის მხარის მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტს სამედიცინო ინვენტარი გადმოეცა. გარდაბნის „ქალთა ოთახის“ ჩართულებით, დღეს სამედიცინო ინვენტარი გარდაბანში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებს გადავეცით, ჰუმანიტარული დახმარება,   მუნიციპალიტეტის სოფლის ამბულატორიებსაც გადაეცემა“, - განაცხადა დავით კარგარეთელმა. 
 
შეგახსენებთ,  დიპლომატიური კორპუსისა და „შალომ კლუბ ქვემო ქართლის“ ორგანიზებით  რეგიონის სამ მუნიციპალიტეტს -   გარდაბნს, რუსთავს და  მარნეულს, კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლის მიზნით, 2 ტონამდე სამედიცინო ინვენტარი  გადაეცა.
 
#ავიცრათერთმანეთისთვის

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა