გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში დავით ლორიაშვილის სახელობის ტურნირი ჩატარდა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, სამგზის ევროპის და ერთგზის მსოფლიო ჩემპიონის, დავით ლორიაშვილის სახელობის ტურნირი ჩატარდა.
შეჯიბრში მონაწილეობა 30-მდე მოზარდმა, ოთხ წონით კატეგორიაში მიიღო.
გამარჯვებულებს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტული ცენტრისა და საქართველოს სამბოს ფედერაციის მხარდაჭერით და ორგანიზებით სიგელები, მედლები და თასები გადაეცათ.
ცნობისთვის, გარდაბნის მუნიციპლიტეტის მერიის სპორტული ცენტრის ინიციატივით, ტურნირი წელს პირველად ჩატარდა, სამომავლოდ კი ტრადიციულ სახეს მიიღებს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 2 ხმა