|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისში, სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისში, სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში, ადგილზე სხვადასხვა სპორტული სახეობისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა ეწყობა.

სამუშაოებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს.

 „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია, ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას ახორციელებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ ადამიანების ხელშეწყობა, ვინც ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს ქმნის“ - განაცხადა დავით კარგარეთელმა.

ავტორი: ნიუპრესი