|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარდაბნის მუნიციპალიტეტს დამატებით ერთი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი დაემატა

ქვემო ქართლში სახელწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით და აქტიური მხარდაჭერით გარდაბნის მუნიციპალიტეტს დამატებით ერთი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი დაემატა. 
 
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, სოფელ გამარჯვებაში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს სტუმრობდა. 
 
ცენტრს სოფელ მარტყოფში, სართიჭალასა და მუღანლოში მოსახლეობის გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურების მიზნით, ჯანდაცვის სამინიტროსგან დამატებით ერთი ეკიპაჟი გადაეცა.
 
ცნობისთვის, მიმდინარე წელს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით,  სოფელ მარტყოფში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი აშენდება. ახლად აშენებელი ცენტრი სოფელ მარტყოფის, ნორიოს და ახალსოფლის დადმინისტრაციულ ერთეულებს მოემსახურება.
#გარდაბნისმუნიციპალიტეტი2022

ავტორი: ნიუპრესი