|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარდაბნის მუნიციპალიტეტში 880 000 ლარის ღირებულების პროექტები ხორციელდება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, პირველ მოადგილე რამაზ ბუდაღაშვილთან, მოადგილე ფუად მირზოევთან, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურთან, მოადგილე ზაზა ონიანთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. 

ლელაშხას დასახლებაში დასრულების ეტაპზეა, დაახლოებით 20 000 კვადრატული მეტრი ფართობის, რეკრეაციული ზონის მოწყობის სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში, მოხდა ტერიტორიის გამწვანება, მოეწყო ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონები, სატრენაჟორო სივრცე, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები.
სკვერი ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.
 
სარეკრეაციო ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სვანური კოშკის მშენებლობის პროცესი, რომელიც დასახლებაში მცხოვრები ეკომიგრანტებისთვის მშობლიური კუთხის სიმბოლურ დატვირთვას წარმოადგენს.  
 
პროექტების ჯამური ღირებულება 880 000 ლარს აღემატება და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა