|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ადგილობრივმა თვითმართველობამ აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგო

 ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, გარდაბნის მერმა დავით კარგარეთელმა და საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურმა მოადგილეებთან ერთად პატივი მიაგეს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის გმირულად დაღუპული ახალგაზრდების ხსოვნას.

გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან აგვისტოს ომში ქვეყნის ღირსებას ზურაბ ბეგიაშვილი, ლევან დევდარიანი და ევგენი ხარძიანი იცავდნენ.

„დღეს ჩვენ, გავიხსენეთ ჩვენი დროის გმირები, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავი გაწირეს და საკუთარი სიცოცხლის ფასად ქვეყანას თავისუფლება აჩუქეს. მათი თავგანწირვა შეუფასებელია ქვეყნისა და ერის წინაშე“ - გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი

ავტორი: ნიუპრესი