|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები ინტენსიურად მიმდინარეობს

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა-რეაბილიტაცია ინტენსიურად მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვთმმართველობისა და მოსახლეობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ქ.გარდაბანში, ორ ლოკაციაზე თანამედროვე ტიპის სპორტული ტრენაჟორები და საბავშვო სივრცე, დემეტრე თავდადებულის ქუჩის მიმდებარედ კი,  კომბინირებული მინი სტადიონი მოეწყო.
 
 ინფრატსრუქტურულ პროექტებს ადგილზე, მონიტორინგის მიზნით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი და საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
 
„ჯანსაღი ცხოვრების  ხელშეწყობისა და ახალგაზრდების სურვილის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას“, - აცხადებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი. 
 
 
 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.73%
გაუარესდა - 46.94%
არ შეცვლილა - 16.33%
სულ - 49 ხმა