|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფლების სახელდების პროცესი დაიწყო

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, დასამისამართებული სოფლების სახელდების პროცესი დაიწყო.

დღეს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით,  მუნიციპალიტეტის ათ თემში საკითხის საჯარო განხილვა გაიმართა.

 სოფლებში ქუჩების სახელდების მინიჭების მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დროებითმა სამუშაო ჯგუფმა გამართა.  დისკუსიის რეჟიმში არსებული საკითხების განხილვა, ამჯერად წარმომადგენლობით ორგანოში გაიმართება,  რის შემდგომაც საკითხი განსახილველად სამთავრობო კომისიას გადაეგზავნება. საბოლოოდ სახელდების აღსრულება საკრებულოს პრეროგატივაა.

ქუჩების სახელდების საჯარო განხილვის პროცესს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვახტანგ გაგუა და საკრებულოს სივრცით ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე გიორგი გურულიშვილი ესწრებოდნენ.

შეგახსნებთ, ქვემო ქართლში ქუჩების სახელდების ინიციატივა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს გიორგი დოხტურიშვილს ეკუთვნის. 

 
 
 
 
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა