"გააზიარე ცოდნა" - დამოუკიდებლობის დღე ქუთაისში [PHOTO]
ქუთაისში დამოუკიდებლობის დღე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება. ცისფერყანწელების ქუჩასა და "ვერიკოს ბაღში" ღონისძიებები დილიდან დაიწყო.
26 მაისის ღონისძიებებს - "გააზიარე ცოდნა" წელს ქუთაისში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მასპინძლობს. პავილიონებში წარმოდგენილია უმაღლესი სასწავლებლების და პროფესიული კოლეჯების საჩვენებელი პროგრამა.
"ჩვენ წარმოვადგენთ საზოგადოებრივი კოლეჯს - ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიას, აქ გვაქვს 3D ნამუშევრები, აქვეა პრინტერი, რომლითაც იქმნება ეს ნამუშევრები. შეგვიძლია დამთვალიერებლებს აქვე ვაჩვენოთ, როგორ ხდება პრინტერით ამ ნამუშევრების შექმნა", - განაცხადა სასწავლებლის წარმომადგენელმა.
ერთ-ერთ პავილიონში მესხიშვილის თეატრის მსახიობები აცოცხლებენ 100 წლის წინანდელ მოვლენებს. წარმოსახვით სტამბაში იბეჭდება "ცნობის ფურცელი", რომელიც ქვეყანას დამოუკიდებელი საქართველოს ამბებს ამცნობს.
"ჩვენ ვართ მესხიშვილის თეატრის მსახიობები, ჩვენი პერფორმანსი ასახავს, თუ როგორ მუშაობდნენ იმ დროის რედაქციაში, აქ გაცოცხლებულია საქართველოს დამოუკიდებლობის წლები, "ცნობის ფურცელში" იბეჭდებოდა ცისფერყანწელების ლექსები, აქ აღწერილია იმ დროის ქუთაისის ცხოვრების ქრონიკები,", -განაცხადა მსახიობმა იოანე იმედაძემ "ნიუპრესთან" საუბარში.
ღონისძიებები საღამომდე გაგრძელდება. დღეს გალა კონცერტი დაასრულებს, რომელშიც მონაწილეობას ქართული ესტრადის ცნობილი შემსრულებლები მიიღებენ.



ავტორი: ირინა მაკარიძე




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















