|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გელათის რეაბილიტაციისთვის დამატებით 11,5 მლნ ლარი გამოიყო

მთავრობა გელათის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს ზრდის. 9 სექტემბრით დათარიღებულ განკარგულებაში წერია, რომ 18 მარტის განკარგულებაში ცვლილებები შევიდა და ფინანსთა სამინისტრომ "საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან" კულტურის და სპორტის სამინისტროს სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს უნდა გამოუყოს 11,5 მლნ ლარი.

განკარგულებას ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.

 შეგახსენებთ, გელათის რეაბილიტაციის პროცესი 2013 წლიდან დაიწყო, ამ მიზნით დახარჯულია მილიონობით ლარი, თუმცა შედეგად ტაძარს გამოუსწორებელი ზიანი მიადგა. ამ დრომდე დახარჯულმა თანხებმა შედეგი ვერ გამოიღო. 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა