|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილი წარადგინეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა წარადგინა.

„ბატონ ირაკლის აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ფინანსურ ინსტიტუტებში საქმიანობის და მუშაობის. მე მქონდა მასთან სამსახურებრივი ურთიერთობა საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩემი მუშაობის პერიოდში. ბატონი ირაკლი მუშაობდა როგორც საჯარო, ისე კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციებში, ფინანსურ ინსტიტუტებში მრავალი წლის განმავლობაში. წლების განმავლობაში ის იყო ეროვნულ ბანკის თანამშრომელი, ასევე ეკავა მაღალი პოზიციები კომერციულ სექტორში, კომერციულ ბანკებშიც წლების განმავლობაში და დღემდე გახლდათ ევროპის რეკონსტრუქციისა და თანამშრომლობის ბანკის ასოცირებული დირექტორი“,- განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი მექვაბიშვილს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ კენჭისყრა მომდევნო პლენარულ სხდომაზე გაიმართება. „დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი ნდობას გამოუცხადებს ბატონ ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა ყოფილ გენერალურ აუდიტორს, ლაშა თორდიას, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურს 5 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. „მინდა მას მადლობა გადავუხადო გაწეული მუშაობისთვის. მისი მუშაობის პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მოაწოდა ჩამოყალიბებულიყო რეალურად დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოდ“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი მექვაბიშვილის განცხადებით, პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, აუდიტის სამსახურის შემდგომ ინსტიტუციურ განვითარებაზე იზრუნებს.

„იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი გამომიცხადებს ნდობას, როგორც გენერალური აუდიტორი, ვიზრუნებაუდიტის სამსახურის შემდგომ ინსტიტუციურ განვითარებაზე. ის თითქმის 25-წლიანი გამოცდილება, რაცშეძენილი მაქვს საბანკო-საფინანსო სექტორში მოღვაწეობის დროს, მოხმარდება აუდიტის სამსახურისთვისობრივად ახალ დონეზე გადასვლას. სამსახური გახდება უფრო ეფექტური, უფრო მოქნილი, უფრო გამჭვირვალე და დამოუკიდებელი. ჩვენ ყველანი გავერთიანდებით იმ ღირებულებების ირგვლივ, რომელიც არისობიექტურობა, დამოუკიდებლობა, პროფესიონალიზმი და საჯაროობა“,- განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.

ახალი გენერალური აუდიტორის არჩევა 20 სექტემბერს, პლენარულ სხდომაზე იგეგმება.

შეგახსენებთ, ამ თანამდებობაზე თბილისის ამჟამინდელი მერის დავით ნარმანიას კანდიდატურა სახელდებოდა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა