|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჩემმა აქციებმა შედეგი გამოიღო და რამდენიმე ქუჩა მოწესრიგდა"(VIDEO)

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია აქციების სერიას აგრძელებს. ის ამჯერად თაბუკაშვილის ქუჩაზე  მიტოვებულ  საგზაო სამუშაოებს აკრიტიკებს.  მისი თქმით, აქციებმა შედეგი გამოიღო და რამდენიმე ობიექტი, სადაც მან აქცია ჩაატარა, მოწესრიგდა.

”თაბუკაშვილის ქუჩაზე ჯერ  გზა დააგეს და შემდეგ დაიწყეს წყალგაყვანილობა, რის შემდეგაც სამუშაოები ბოლომდე არ შეასრულეს. ერთ წელზე მეტია  აღნიშნულ ტერიტორიაზე სამუშაოები მიტოვებულია, რაც ადგილობრივებს და მძღოლებს დისკომფორტს უქმნის.  მოვუწოდებ ხელისუფლებას, მკაცრად გააკონტროლოს ყველა ობიექტი. მინდა ავღნიშნო, რომ ჩემმა აქციებმა შედეგი გამოიღო და რამდენიმე ქუჩა მოწესრიგდა. მე არ მეზარება და თავს ვალდებულად ვთვლი, რომ  გავაგრძელო აქციების სერიები ”, - აღნიშნა წულაიამ.

როგორც ქუთაისის მერიაში განმარტავენ, საკითხი მათ კომპეტენციაში არ შედის. გაერთიანებული წყალმომარაგების ქუთაისის სერვის ცენტრში კი აცხადებენ, რომ სამუშაოებს თურქული კომპანია ასრულებს, რომელმაც წყალგაყვანილობის ქსელი უკვე მოაწყო და დარჩენილი აქვს მხოლოდ გზის ნაწილის რეაბილიტაცია. "როდის აქვს ამ კომპანიას ეს სამუშაოები დაგეგმილი, ეს ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურის კომპეტენციაა", - განუცხადეს "ნიუპრესს".  

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა