გუბაზ სანიკიძე: "ქვეყნის მეთაური პრემიერია"
ვინ გაემგზავრება გაეროს ასამბლეაზე?- დავა ამ საკითხზე არ წყდება. ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ასამბლეაზე ქვეყნის პრეზიდენტი უნდა გაემგზავროს, მმართველი უმრავლესობა კი სხვა აზრისაა.
პარლამენტის ვიცე სპიკერი და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე მიიჩნევს,
რომ გაეროს ასამბლეის ტრიბუნა პრემიერმა უნდა დაიკავოს. ამას კი იმით ხსნის, რომ საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა. "ჩვენი სახელმწიფო მოდელი არის საპარლამენტო რესპუბლიკა, ამიტომ ქვეყნის პირველი პირი არის პრემიერი, ძლიერი აღმასრულებლი ხელისუფლების მეთაური. ამიტომ ვთვლი, რომ თუ პრემიერი წავა და წარადგენს ქვეყანას, ამაში არაფერი იქნება ცუდი", -განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
ავტორი: ანა ჯიქია





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















