გვითხრან კონკრეტული სახელი, ვისზე მოვახდინეთ ზეწოლა - ქუთაისის მერია
"ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნას, გამოძიება დაიწყოს ქუთასისის მერიის მაღალჩინოსნების მიერ ზაზა სალარიძის ოჯახის წევრის მიმართ ზეწოლის ფაქტზე, მერიაში უპასუხეს.
"სარალიძეების და დადუნაშვილების ოჯახის ტრაგედიას ვიზიარებთ ყველა, ნამდვილად სამწუხარო ამბავია. ხელისუფლება. აკეთებს ყველაფერს, რათა საქმე დროულად და ობიექტურად გამოიძიონ და ყველა დამნაშავე შესაბამისად დაისაჯოს. რაც შეეხება ბრალდებას, ჩვენ ამაზე უკვე გავაკეთეთ განცხადება და კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ბრალდების არცერთი ნაწილი არ შეესაბამება სიმართლეს. რადგან უკვე ოპოზიციაც აპელირებს ამ საკითხზე, რომ ქუთაისის მერია ზაზა სარალიძის ცოლის დაზე ახდენდა ზეწოლას და ეს ადამიანი მერიაშია დასაქმებული. გვითხრან კონკრეტული სახელი და გვარი. თუ ვინ არის ეს ადამიანი.ბრალდება არის აბსურდი და არ შეესაბამება სიმართლეს"-აცხადებენ მერიაში.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















