|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჰუალინგ ჯგუფს" "ტორპედოსთან" კავშირი არ აქვს" - კომპანიაში ჩაჩავას განცხადებას არ ადასტურებენ

ქუთაისი "ტორპედოსთან" ჰუალინგ ჯგუფს კავშირი არ აქვს - აცხადებენ კომპანიაში. "ნიუპრესის" კითხვაზე, "ტორპედოს" პრეზიდენტის განცხადება, თითქოს გუნდში პრობლემა ჩინური კომპანიის წასვლის გამო გაჩნდა სიმართლეა, თუ არა, გვპასუხობენ, რომ კომპანია "ტორპედოში" არც შესულა.
 
"ჰუალინგ ჯგუფს "ტორპედოსთან" კავშირი არ აქვს. არ ვიცით, რა განაცხადა პრეზიდენტმა, მაგრამ კითხვაზე გპასუხობთ, რომ გუნდთან არ გვაქვს თანამშრომლობა", -განცხადა კომპანიის წარმომადგენელმა. მან სხვა დეტალებზე არ ისაუბრა.
ზაალ ჩაჩავამ 12 მაისს განმარტა, რომ "ტორპედოში" პრობლემა ჩინური კომპანიის მოულოდნელი წასვლის გამო შეიქმნა. ასევე განმარტავდა, რომ ამის გამო სასამართლოსაც მიმართავდა.
 
"ტორპედოში" ჰუალინგის შესაძლო სპონსორობაზე საუბარი 2018 წელს დაიწყო.
 
 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა