იგეგმება თუ არა საკადრო ცვლილება გაერთიანებული წყალმომარაგების ქუთაისის ცენტრში?
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის ცენტრში საკადრო ცვილებები არ იგეგმება-ამის შესახებ წყალმომარაგების კომპანიის ცენტრალურ ოფისში აცხადებენ. როგორც კომპანიის პრესსამსახურში განმარტავენ, ამ ეტაპზე საკადრო ცვლილება დაგეგმილი არ არის.
მოსალოდნელი საკადრო ცვლილების შესახებ ინფორმაცია არ აქვს ქუთაისის ცენტრის ხელმძღვანელს ირაკლი ტურძელაძეს. როგორც ის აცხადებს, ზოგადად არის საუბარი რეორგანიზაციაზე, თუმცა განმარტავს, რომ ამ დროისთვის რაიმე ინფორმაცია არ აქვთ, განხორციელდება თუ არა საკადრო ცვლილებები რეგიონებში.
საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელი შეიცვალა.
გიორგი კობერიძე ეკატერინე გალდავამ შეცვალა. აღნიშნულ თანამდებობაზე გალდავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მიერ დაინიშნა, ბრძანებას მაია ცქიტიშვილმა ხელი უკვე მოაწერა.
"ნიუპრესი" ასევე დაინტერესდა, რა ეტაპზეა ქუთაისის 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტი, რის შესახებაც ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















