|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"იმ ადამიანს, ვინც გვესროლა, არ ვიცნობდი, რატომ ისროლა, არ ვიცი და იარაღით თუ იყო, არც ეგ ვიცოდით"

ხარაგაულში სისხლიანი დაპირისპირების შედეგად დაჭრილი მამაკაცი პირველ კომენტარს აკეთებს. ირაკლი კიკნაძის თქმით, იმ მამაკაცს, ვინც ესროლათ, არ იცნობდა და სტუმრად ნაცნობმა მიიყვანა.

კიკნაძის თქმით, მათ შეურთდა გუჯა ბერაძე.  ისინი ციხესთან დაკავშირებით საუბრობდნენ. ეზოდან გასვლის შემდეგ ნუკრი თხელიძემ გაისროლა ჯერ ირაკლი კიკნაძის,  შემდეგ გუჯა ბერაძის მისამართით, რის შედეგად ეს უკანასნელი დაიღუპა, დაჭრილი კი კლინიკაში გადაიყვანეს.  

"იმ ადამიანს არ ვიცნობდი, ახლობელს მოყვა. დაურეკეს გუჯას, რომ მოვიდა, ციხის შესახებ ისაუბრეს. კამათი არ ყოფილა.  რამდენიმე ჭიქა დალიე.  ეზოდან გასვლის დროს, ჯერ მე მესროლა სამი ტყვია, მანქანას ამოვეფარე. მერე გუჯას ესროლა, შემდეგ მიკროავტობუსით მიიმალნენ. რატომ ისროლა არ ვიცი და იარაღით თუ იყო, არც ეგ ვიცოდით", -განაცხადა ირაკლი კიკნაძემ.

ხარაგაულში მომხდარი დაპირისპირების დროს ერთი მამაკაცი დაიღუპა, მეორე დაიჭრა.

ირაკლი კიკნაძეს  ჭრილობები ფეხის არეში აქვს მიყენებული,  მას ქირურგიული დამუშავება ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა