|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"იმოქმედე კლიმატისათვის" - ქუთაისში აქცია-მსვლელობა მოეწყო

"იმოქმედე კლიმატისათვის"- გლობალური მობილიზაციის დღის აღნიშვნის მიზნით  ქუთაისში აქცია - მსვლელობა მოეწყო.  აქციის მონაწილეებმა შეძახილებით  გარემოს დაცვა და  ხელისუფლებისაგან კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვა მოითხოვეს. 

მსვლელობა ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრიდან პარლამენტის მიმართულებით მოეწყო, სადაც აქციის მონაწილეებმა საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტს და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებს მიმართეს. 

"კლიმატის ცვლილებები გამოცხადდეს პრიორიტეტულ საკითხად ადგილობრივ თვითმმართველობებში და ხელისუფლებამ მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს 2050 წლისთვის 100% განახლებად ენერგიის წყაროებზე გადასვლას და წიაღისეული საწვავის მოპოვებაზე უარის თქმას. ძალიან მნიშვნელოვანია, გამონაბოლქვის შემცირება ჰაერში, რითაც შესაძლებელი იქნება  ჰაერის ტემპერატურის მატების დაძლევა. უახლოეს პერიოდში ჩვენ გვექნება ტემპერატურის მკვეთრი მატება  ჩვენს ქვეყანაში და გლობალურად", -განაცხადა აქციის მონაწილემ ნუგზარ კოხრეიძემ.

გლობალური მობილიზაციის დღე 89 ქვეყანაში აღინიშნება, მათ შორისაა საქართველო და ჯამში მსოფლიოს მასშტაბით 750 ღონისძიება იმართება.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა