პროექტი „ცოცხალი წიგნები“ - ზემო იმერეთში
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის „ცოცხალი წიგნები“ ფარგლებში თანამედროვე ქართველი მწერლების 5 კაციანი მობილური ჯგუფი ზემო იმერეთს ესტუმრება. ჯგუფის შემადგენლობაში არიან: შოთა იათაშვილი, მაკა ლდოკონენი, ნანა ქარდავა, გივი ჩიღვინაძე, ედუარდ უგულავა.
პროექტის ფარგლებში ეწყობა პოეზიის საღამოები და იმართება დისკუსიები ადგილობრივ მოსახლეობასთან მათთვის საინტერესო თემებზე.
მწერლები სტუმრობენ რეგიონის საპატიო, ხანდაზმულ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ბაშვთა სახლებს, საჯარისო-სამხედრო ნაწილებს, სასჯელაღსრულებით დაწესებულებებს. შეხვედრები იმართება არაქართულენოვან მოსახლეობასთანაც. რეგიონებში ვიზიტის პერიოდში, მწერლები აწარმოებენ დღიურებს, რომლის მიხედვითაც, პროექტის დასრულების შემდეგ გამოიცემა წიგნი „მწერლის დღიურები“.
პროექტი 4 ეტაპად ხორციელდება. მასში მონაწილეობას 75 მწერალი მიიღებს.
შეხვედრები 11, 12 და 13 მაისს გაიმართება.
ავტორი: ანა ჯიქია