|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

infomedical - ორთოპედიული სამედიცინო პორტალი

Infomedical არის პორტალი, სადაც შეხვდებით დეტალური ინფორმაცია სხვადასხვა სამედიცინო დანიშნულების მქონე პროდუქტზე. პორტალზე თქვენ სამედიცინო საშუალებებს კატეგორიების მიხედვით გაეცნობით და გაიგებთ რისთვის არის საჭირო ორთოპედიული და ტრავმატოლოგიური მიმართულებით არსებული ესა თუ ის კონკრეტული პროდუქტი. განვიხილოთ ის რამდენიმე სამედიცინო პროდუქტი, რომელიც Infomedical-ზე შეგიძლიათ იხილოთ

  • ფიქსატორები - არსებობს სხვადასხვა ფორმის, ტიპისა და ფუნქციის ფიქსატორები, რომლებიც განკუთვნილია სხეულის სხვადასხვა ნაწილისთვის და თითოეულ მათგანს თავისი დანიშნულება აქვს. ძირითადად, ამ პროდუქტს პაციენტები ტრავმების შემთხვევაში, რეაბილიტაციის პერიოდში ან რომელიმე დაავადების მკურნალობის პროცესში იყენებენ. ექიმები ფიქსატორებს, ძირითადად, მოტეხილობის ან ამოვარდნილობის დროსკუნთებისა და მყესების დაზიანების შემთხვევაში ნიშნავენ.
  • ვარიკოზული ვენების საწინააღმდეგო კოლგოტი - გამოიყენება ვენების გამოხატული დაავადებების სამკურნალოდ. აჩქარებს ქვედა და ზედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას, ხსნის შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ფეხებში. კომპრესიული ტრიკოტაჟის მოქმედების მექანიზმი გათვლილია ვენის კედელზე რეკომენდებულ ზეწოლაზეწინდა იცავს სისხლძარღვებს და ამცირებს მათ სანათურს.
  • სამედიცინო ბალიშები - არსებობს კისრის, ზურგის, სავარძლის, სამსგზავრო, საბავშვო და რეფლუქსის საწინააღმდეგო ბალიშები. თითოეული მათგანი ადამიანებს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემების მოწესრიგებაში ეხმარება. მათი გამოყენება ხელს უწყობს სხეულის სწორ პოზიციონირებას და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას
  • წელის კორსეტები და ქამრებიპაციენტები მათ სხვადასხვა პრობლემის გამო ატარებენ. წელის კორსეტები და ქამრები სხეულის ამ ნაწილში ტკივილის შემცირებში ეხმარება და ხერხემლის ანატომიური  მდგომარეობის აღდგენას უწყობს ხელს.

 

გარდა ამ პროდუქტებისა Infomedical-ზე შეგიძლიათ გაეცნოთ საინტერესო სტატიებს სხვადასხვა დაავადების შესახებ და მიიღოთ რჩევები, როგორ მართოთ უეცრად წარმოქმნილი სამედიცინო პრობლემები

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა