ინტერნეტიზაციის პროექტში იმერეთის 139 სოფელი ჩაერთო
ა(ა)იპ “ოუფენ ნეტი” საყოველთაო მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ინფრასტრუქტურის ქსელის დაგეგმვას ასრულებს. პროგრამის ფარგლებში, საწყის ეტაპზე ინფრასტრუქტურა მთელი საქართველოს მასშტაბით 473 წერტილში შეიქმნება. პროექტი მოიცავს 10 რეგიონს: აჭარა, იმერეთი, გურია, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი. პროქტში იმერეთი 139 სოფელი ჩაერთო.
ბაღდათი - დიმი, მეორე ობჩა, ზედა დიმი, პერსათი, პირველი ობჩა, დიდველა, ღოტიკი, ქვედა ზეგანი
ჭიათურა - ბზინევი, ითხვისი, დიდი კაცხი, ნავერძელი, უსახელო, შუქრუთი, სკინდორი, რგანი, ქვედა ჭალოვანი, ცირქვალი, დარკვეთი, ზოდი
ხარაგაული - ხარაგაული, კისხი, ვარძია
ხონი - დედალაური, დიდი გუბი, გოჩაიჯიხაიში, ქვედა გორდი, ხონი, კონტუათი, ნახახულევი, საწულუკიძეო, გვაზაური, პატარა ჯიხაიში
სამტრედია - ჩაგანი, დაბლაგომი, დაპნარი, ქვახუდე, ქუთაისი, ხიბლარი, მიწაბოგირა, ცხენისი, ნინუაკუთხე, გვიმრალა, ნიგორზღვა, ჭოგნარი,
საჩხერე - არგვეთი, ჩიხა, ქვედა ორგული, სხვიტორი, გამოღმა არგვეთი, გორისა, მოძვი, ივანწმინდა, მერჯევი, ქორეთი, კალვათა, საირხე, ბაჯითი, სარეკი, დარხა, ღონა, ჭალა, მოხვა
თერჯოლა - ახალი თერჯოლა, ბოსელა, ქვედა ალისუბანი, ზარნაძეები, ზედა ალისუბანი, ჩხარი, ოქტომბერი, ძევრი, ოქონდა, ღვანტიკი, გოდოგანი, ნახშირღელე, ქვედა სვიმონეთი, რუფოთი, თელეპა, ჩხარ-ეწერი, სიქთარვა, თერჯოლა. ჩიხორი, დელთასუბანი, სკანდე, ზედა საზანო,
ტყიბული - გელათი, კურსები, მუხურა, ორპირი, დაბაძველი, ძიროვანი, საცირე, სოჩხეთი, ტყიბული.
წყალტუბო - გაბოჯა, გუმბრა, ხომური, გვიშტიბი, პირველი წყალტუბო, ტერნალი, ქვედა მესხეთი, გუმათი, ოფურჩხეთი, ქვიტირი, ზედა მესხეთი, ჩუნეთი, ქვილიშორი, წყალტუბო, ხუმისთავი, ცხუნკური
ვანი - ამაღლება, ინაშაური, ქვედა ბზვანი, ზედა ბზვანი, დიხაშხო, ისტირი, ძულუხი, სახლინო, შუამთა, სულორი, მიქელეფონი, ტობანიერი, ქვედა ციხესულორი, ვანი, ზედა ვანი, ცხელვანი, ზეინდარი.
ზესტაფონი - გამოღმა ბოსლევი, დილიკაური, ქვედა ილემი, კინოტი, ტვრინი, შუა კვალითი, მეორე სვირი, პირველი სვირი, ტყლაპივაკე, მარტოთუბანი
მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს ა(ა)იპ “ოფენ ნეტი” და საკონსულტაციო კომპანია “დეტეკონი” ფონდ ”ქართუს” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებენ. პროექტი დასრულების შემდეგ 2000-მდე დასახლებულ პუნქტს მოიცავს და მისი მიზანი ინტერნეტქსელების ისეთ დასახლებულ პუნქტებში განთავსებაა, სადაც ინტერნეტპროვაიდერებს დღეს საკუთარი სერვისის მიწოდება არ შეუძლიათ.
პროექტის ღორებულება დაახლოებით 150 მილიონი აშშ დოლარია.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















