|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იოსებ ხახალეიშვილი: ჩვენი გუნდის მიზანია მეწარმეობის განვითარება და მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზაზა ლომინაძესთან ერთად საარჩევნო კამოანიის ფარგლებში შპს "ალუტექ ჯორჯიას“ თანამშრომლებს შეხვდა და საწარმო დაათვალიერა.

ქარხანა მეწარმეობის სტიმულირების სამთავრობო პროგრამის "აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით აშენდა და რამდენიმე თვეა, წარმატებით მუშაობს.

"ალუტექ ჯორჯიას" საამქრო აღჭურვილია ულტრათანამედროვე დანადგარებით, რომელიც მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას სთავაზობს.

"ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალი საწარმოების გახსნა. საქართველოს მთავრობის ინიციატივით ხორციელდება სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომლის მიზანია ქვეყანაში მეწარმეობის განვითარება და მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა. ჩემი სურვილია, რაც შეიძლება მეტი დასაქმებული მოქალაქე ჰყავდეს ჩემს ქალაქს, რასაც მერობის შემთხვევაში განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობ“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.62%
გაუარესდა - 53.45%
არ შეცვლილა - 12.93%
სულ - 116 ხმა