|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იოსებ ხახალეიშვილი: მომავალ თაობებს ქუთაისზე ზრუნვის საუკეთესო მაგალითი უნდა ვაჩვენოთ, რომ ქალაქის წარმატებაზე ორიენტირებულის სულისკვეთებით გაიზარდონ

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი გამსახურდიასა და ჭავჭავაძის ქუჩებზე მცხოვრებ თანაქალაქელებს შეხვდა, საარჩევნო პროგრამა წარუდგინა და მათ საჭიროებებს გაეცნო. "ჩვენ იმ ქალაქის შვილები ვართ, რომელსაც ქართული კულტურისა და განათლების ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ქუთაისისთვის ამ ისტორიული სტატუსის განსამტკიცებლად. ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივითა და ძალისხმევით დიდი, საშვილიშვილო საქმე უკვე გაკეთდა - დაფუძნდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელმაც წელს სტუდენტების პირველი მიღება განახორციელა. ახლა კი ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ ქუთაისი იქცეს ქართული კულტურის ცენტრად. ამისთვის თითოეული ქუთაისელის მხარდაჭერა და თითოეულ ქუთაისელთან თანამშრომლობაა საჭირო. ყოველმა თქვენგანმა თუნდაც ერთი აგური რომ დადოს ქალაქის წინსვლაში, ეს უკვე მთლიანობაში უდიდეს შედეგზე გაგვიყვანს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევქმნათ გარემო, სადაც შესაძლებელი იქნება - გენიალური ქუთაისელის დიმიტრი უზნაძის ენით რომ ვთქვათ, “პატარა საქმეების ისეთივე სერიოზულობით კეთება, როგორც დიდი საქმეებისა“. მოვდივარ, რომ ჩვენი გუნდის მხარდაჭერით, თქვენთან ერთად და თითოეული თქვენგანის აქტიური ჩართულობით, წარმატების ზენიტში მყოფი ქუთაისი დავუტოვოთ მომავალ თაობებს. ჩვენმა შვილებმა ვისგან თუ არა ჩვენგან, უნდა ისწავლონ და აიღონ მაგალითი, თუ როგორ უნდა გიყვარდეს შენი ქალაქი, როგორ უნდა ზრუნავდე მისი წარმატებისთვის, როგორ განავითარო ქალაქის შესაძლებლობები. მე, როგორც 3 შვილის მამას, მაქვს უდიდესი სურვილი, ისეთი ქუთაისი გადავაბაროთ კიდევ უფრო გასაძლიერებლად ჩვენს შვილებს, რომელიც იქნება ქვეყნის სახელმწიფოებრიობის საფუძველი, იქნება განათლებისა და კულტურის მექა, იქნება ქართული ურთიერთობების ეტალონი და ხალასი იუმორის აკვანი, სადაც ახალი რეზო გაბრიაძეები, ახალი რეზო ჭეიშვილები, ახალი ზაქარია ფალიაშვილები, ჯორჯ ბალანჩინები, ვერიკო ანჯაფარიძეები, გიორგი შავგულიძეები დაიბადებიან და ახალი სისხლით გააძლიერებენ ქართულ კულტურას!“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.69%
გაუარესდა - 51.02%
არ შეცვლილა - 14.29%
სულ - 98 ხმა