|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ირაკლი ქარსელაძე-ბოლო წლებში ქუთაისი განსაკუთრებით განვითარდა ინფრასტრუქტურული კუთხით

,,ქუთაისი ყოველთვის იყო გამორჩეული შესაძლებლობების ქალაქი, არა მხოლოდ იმერეთში, არამედ მთელს ქვეყანაში. ბოლო სამი წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურის კუთხით ქალაქი განსაკუთრებით განვითარდა. ყოველთვის გამოწვევა იყო 24 საათიანი წყალმომარაგება, რომელიც  უკვე მოგვარებულია, დაწყებულია  წყალარინების სისტემის პროექტირება.  57 ქუჩაზე დავამთავრეთ სამუშაოები, თუმცა წერეთლის და აღმაშენებლის ქუჩებთან დაკავშირებით არის პრობლემები. ჩვენ არ ვერიდებით პრობლემებზე საუბარს, ეს ქუჩებიც დასრულდება სექტემბრის ბოლოსთვის“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ქუთაისში ,,ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის წარდგენზე სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს 5 ისტორიული სკოლის რეაბილიტაცია, დამატებით დაიწყება კიდევ ერთი სკოლის. აშენდება ახალი სივრცეები, ლაბორატორიები, სკოლები ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროებების  მქონე პირებისთვის. ცოტა ხნის წინ საფუძველი ჩაეყარა ქუთაისის ოლიმპიური აუზის მშენებლობას, რომლის მშენებლობა 18 თვეში მთავრდება.

,,პრემიერ-მინისტრის ინიციატივით სახელმწიფო პროგრამის ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში გაკეთდება ფალიაშვილის ქუჩა და გვექნება ბაღი. ვიწყებთ ქუთაისის ურბანული განახლების პროექტირებას. აბსოლუტურად შეიცვლება  ძველი ქუთაისის ცენტრალური ნაწილი, ახალი მარშრუტებით, კაფეებით, მაღაზიებით, ახალი შესაძლებლობებით“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

გამოსვლის ბოლოს, მან წარმატება უსურვა მერობის კანდიდატს სოსო ხახალეიშვილს და აღნიშნა რომ ის ქუთაისისთვის ღირსეული მერი იქნება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა