ისრაელის ელჩმა 10 ქუთაისელ სოციალურად დაუცველ ბავშვს კომპიუტერები გადასცა
ისრაელის ელჩი საქართველოში შაბთაი ცური, დღეს ქუთაისის ვიცე მერმა გიორგი იობაშვილმა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძემ მიიღეს.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ოფიციალურ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმებიც დასახეს.
შაბთაი ცურის განცხადებით, ის ყოველთვის მზად არის გვერდით დაუდგეს ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობას ნებისმიერ საკითხში. თავის მხრივ, ქართული მხარე თანამშრომლობისთვის მზადაა.
„დღევანდელი დღე ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ასეთი ტიპის თანამშრომლობას ანალოგი არა აქვს. ბატონი ელჩი მრავალი წელია ქუთაისთან მეგობრობს და მის სახელს არაერთი პროექტი უკავშირდება, რომელიც ჩვენს ქალაქში წარმატებით განხორციელდა“- განაცხადა ქუთაისის ვიცე მერმა გიორგი იობაშვილმა.
ისრაელის ელჩმა 10 ქუთაისელ სოციალურად დაუცველ ბავშვს კომპიუტერები გადასცა.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















