კადეტთა ლიცეუმის კურსდამთავრებულებს თავდაცვის მინისტრმა სერთიფიკატები გადასცა
ქუთაისის გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მეშვიდე, 2018 წლის გამოშვების დამთავრება საზეიმო ცერემონიალით აღინიშნა.
დღესვე, კურსდამთავრებულები კადეტთა ლიცეუმის წარმატებით დამთავრებისა და დაწყებითი სამხედრო მომზადების პროგრამის გავლისთვის სერთიფიკატებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გადასცა.
2018 წელს ლიცეუმი 67-მა კადეტმა დაამთავრა, რომელთაგან 3 ოქროსა და 5 ვერცხლის მედლის კანდიდატია.
ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია, იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ დალაქიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















