|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კანის წარმონაქმნების მოცილება კრიოთერაპიული მეთოდით (R)

"კლინიკა-ლჯ"-ში  უკვე შესაძლებელია, ხალების, პაპილომების, მეჭეჭებისა და კანის სხვა წარმონაქმნების მოცილება კრიო-ქირურგიული, კრიოთერაპიული მეთოდით. აღნიშნული პრობლემების მქონე პაციენტებს  ონკოლოგი, ონკო-ქირურგი,მამოლოგი, ილია როხვაძე გასინჯავს. 

თანამედროვე მედიცინაში, კანის წარმონაქმნების მკურნალობის რამდენიმე დესტრუქციული მეთოდი არსებობს:

ქირურგიული კვეთა - უმთავრესად სრულდება, როცა ჩნდება ეჭვი მალიგნიზაციის განვითარებაზე

ელექტროქირურგია - ერთეული მეჭეჭების მოცილება ელექტროკოაგულატორით;

კრიოდესტრუქცია - კრიოდესტრუქცია სხვადასხვა კრიოგენებით, უმთავრესად თხევადი აზოტით;

ქიმიური - ქიმიური პრეპარატებით მოწვა - სპეციალური ქიმიური ხსნარები ლაზერული - წარმონაქმნების მოცილება ლაზერული აპარატურის გამოიყენებით;

რადიოქირურგიული - წარმონაქმნების მოცილება რადიოტალღური აპარატურით.

 გაყინვა (კრიოთერაპია) - ამ პროცედურის დროს ანგიომას თხევადი აზოტის მეშვეობით ყინავენ. უკიდურესი სიცივე წარმონაქმნს ანადგურებს. ეს მეთოდი ყველაზე სწრაფ და შედარებით მარტივ პროცედურად ითვლება. კრიოთერაპიით შედეგის მისაღწევად მკურნალობის მხოლოდ ერთი სესია გჭირდებათ. აზოტის მიშხაპუნება 10 წამში ხდება. პროცედურის შემდეგ კანი განსაკუთრებულ ზრუნვას არ საჭიროებს და სხვა სახის ოპერაციებთან შედარებით, ინფექციის გავრცელების დაბალი შანსი არსებობს. აღნიშნული მანიპულაცია აბსოლუტურად უმტკივნეულო და უვნებელია.

 

                  

 

                                       

 

"კლინიკა-ლჯ“- ში ახალი სამსახური -  მამოლოგია რამდენიმე თვეა ფუნქციონირებს. პაციენტებს ონკოლოგი, ონკო-ქირურგი, მამოლოგი, ილია როხვაძე  სინჯავს. ილია როხვაძე 1996 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა სამხედრო ჰოსპიტალში.

2009 წლამდე ქუთაისის რეგიონულ ონკოლოგიურ ცენტრში.

2011 წლიდან ცხაკაიას სახელობის ინტერვენციულ ცენტრში.

2015 წლიდან კი,  ქუთაისის ონკოლოგიურ ცენტრში.

ილია როხვაძე „კლინიკა-ლჯ“-ის გუნდთან ერთად ონკოლოგიური სამსახურის აღორძინებას გეგმავს.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა