კასპში 7 თვის ჩვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გოგონა ქუთაისელია
კასპში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 7 თვის ჩვილის განზრახ მკცვლელობის ბრალდებით დაკავებული 17 წლის მარიამ შალამბერიძე ქუთაისიდანაა. ის კასპში იყო გათხოვილი.
გოგონას ახლობლები მომხდარით გაოგნებულები არიან და აცხადებენ, რომ არ იციან, რა მოხდა. მათი თქმით, გოგონა მზრუნველი დედა იყო და იმედოვნებენ, რომ სიმართლე გაირკვევა.
"არ ვიცით, რა მოხდა, ახლახანს გავიგეთ და ვერ ვიჯერებთ. კარგი დედა იყო, ბავშვზე ზრუნავდა, ყოველდღე დებდა მის ფოტოებს და წარმოუდგენელია ასეთი რამ. მხიარული ადამიანია, პოეზია უყვარდა, თვითონაც წერდა ლექსებს. იმედია, გაირკვევა სიმართლე", -აცხადებს დაკავებულის ახლობელი.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















