|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"კაზუსი შეიქმნა, ახლა შენობის დანგრევა ვერ მოხდება"

ქუთაისის #29 საბავშვო ბაღის საკითხთან დაკავშირებით "ნიუპრესის" მასალას ქუთაისის ყოფილი მერი შოთა მურღულია გამოეხმაურა.

 მისი განცხადებით,  ავარიულ შენობას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი თვითმმართველობასთან შეუთანხმებლად მიანიჭეს, რის გამოც მისი დანგრევა და ადგილზე ახალი შენობის აშენება ვერ მოხდება. 

"შენობა საბჭოთა პერიოდშია აშენებული. დაიდო სამხარაულის ბიუროს დასკვნა, რომ  რეაბილიტაციას არ ექვემდებარება.  ახალი შენობის პროექტიც შედგენილია, ამის შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ მიანიჭა ძეგლის სტატუსი, თვითმმართველობასთან შეუთანხმებლად. კაზუსი შეიქმნა, ახლა შენობის დანგრევა ვერ მოხდება, არადა, დასკვნის თანახმად, რეაბილიტაციას არ ექვემდებარება"-აცხადებს შოთა მურღულია.

 ის კვლავ უარყოფს შენობის გაყიდვის შესაძლებლობას.  "გაყიდვა აბსურდია, რადგან ეგ ძირითადი ანუ განუსხვისებელი ქონებაა საკუთარი უფლებამოსილების შესასრულებლად.  2018 წლის გეგმის მონახაზში ჩადებული გვქონდა ბაღის ახალი შენობის აშენება, პროექტის ღირებულება 1.1 მილიონი ლარია.  სამინისტროსაც გადაგზავნილი ქონდა, თუმცა სტატუსის მინიჭების გამო სავარაუდოდ,  დამუხრუჭდა ეს პროცესი".

შეგახსენებთ, ქუთაისის #29 ბაღის შენობიდან ბავშვები გასულ წელს გაიყვანეს. შენობა ამ დრომდე უფუნქციოდაა. საბავშვო ბაღი დაქირავებულ შენობაში ფუნქციონირებს, სადაც სიმჭიდროვის გამო ბავშვები საჭირო აქტივობებს ვერ ახდენენ.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა