|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კურორტ საირმეში ახალი საკარანტინო ზონა მოეწყო

კურორტ საირმეში ახალი საკარანტინო ზონა მოეწყო. სასტუმროში ქუთაისის აეროპორტში ჩამოსული მგზავრები გადაიყვანეს, სადაც ორი კვირა დარჩებიან.

მგზავრებმა პირველადი შემოწმება აეროპორტში გაიარეს. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის განცხადებით, აეროპორტიდან კლინიკაში არც ერთი მგზავრი გადაუყვანიათ. მარსელიდან  37 მგზავრი ჩამოვიდა.

მოქალაქები სასტუმროში იზოლაციის პერიოდს გაივლიან.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 33 შემთხვევაა დადასტურებული. 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა