|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ლარის კურსის ცვალებადობა დიდ ფულს ამოიღებს მოქალაქეების ჯიბიდან"- დემურ გიორხელიძე(VIDEO)

ლარის კურსის ცვალებადობასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს ეკონომიკის ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე. ის ლარის კურსის ცვალებადობას საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების ძარცვას ადარებს. "ისევე როგორც ლარის კურსის გაუფასურება, მისი გამყარებაც დიდ ფულს ამოიღებს საქართველოს მოქალაქეების ჯიბიდან",- აცხადებს გიორხელიძე.
 მისი განმარტებით, ეროვნული ვალუტის კურსის ცვალებადობას არანაირი ეკონომიკური ახსნა არ გააჩნია. "არაბუნებრივი იყო ლარის ასეთი დევალვაცია, როდესაც ის მივიდა 2,5-მდე და ასევე არაბუნებრივია გამყარების ტენდენცია".
 მისი თქმით, არამყარი ეროვნული ვალუტა აზარალებს, როგორც ბიზნესს, ასევე მოქალაქეებს: "ასეთ ვითარებაში ბიზნესი არის უმძიმეს ვითარებაში და ცხადია, მოქალაქეებსაც ვერ გაუგიათ, რა გააკეთონ. როგორც დევალვაციისას განიცადა საზოგადოებამ დანაკარგი, ასევე განიცდის დანაკარგებს ასეთი სწრაფი გამყარებისას", - განაცხადა გიორხელიძემ ჟურნალისტებთნ საუბარში.
   მისი განმარტებით, ლარის კურსის განსაზვრას არანაირი ეკონომიკური საფუძვლები არ გააჩნია და ის  მეთოდები, რითაც ლარის კურსი დღეს დგინდება, აბსოლუტურად მიუღებელია: "დღევანდელ პირობებში, რასაც გინდა, იმ კურსს გამოიყვან," - განაცხადა მან.  
  
 

ავტორი: ნიუპრესი