ქუთაისში ლესელიძის ქუჩის მოსახლეობა დაზიანებული გზის შეკეთებას ითხოვს
ქუთაისში, ლესელიძის ქუჩაზე გზის საფარი დაზიანებულია. მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რას წყალმომარაგების კომპანიამ ადგილზე სამუშაოები ჩაატარა. ადგილობრივების განცხადებით, მოუწესრიგებელი გზა პრობლემებს უქმნით.
„ამ ტერიტორიაზე გზა ყოველთვის ცუდ მდგომარეობაშია, ახლა კიდევ უფრო დააზიანეს, მანქანით გავლა შეუძლებელია, ავტოსაგზაო შემთხვევის რისკიც იზრდება, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო, რომ გზაზე რომელიმე საბურავი არ დატოვო“-განაცხადა ლესელიძის ქუჩაძე მცხოვრებმა ვიტალი ბანძელაძემ.
ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურის უფროსის მალხაზ ბასილაძის განმარტებით, გზის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დაიწყება.
„აქამდე წყალკანალს ველოდებოდით, გაყვანილობა უნდა შეემოწმებინათ. დღეს შეამოწმებენ, ხვალ ჩვენ ვნახავთ ადგილს და თუ სამუშაოები დასრულებული იქნება, რამდენიმე დღეში დავიწყებთ ორმოულის ამოვსებას“, -აღნიშნა ბასილაძემ.
როგორც ბასილაძე აღნიშნავს, ლესელიძის ქუჩაზე მდებარე ჩიხებისა და შესახვევების რეაბილიტაცია უახლოესი მომავლისთვის დაგეგმილი არ არის.
ავტორი: ხატია ბანძელაძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















