|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ლილთე“ - შეეხე მოგონებას!

მოახლოვდა გაზაფხულის ულამაზესი დღესასწაულები. თუ გამორჩეული და განსაკუთრებული საჩუქარი გინდათ თქვენი საყვარელი ქალბატონებისთვის, აუცილებლად უნდა დაუკავშირდეთ კომპანიას „ლილთე“ 

როგორ დაიწყო ბრენდის ისტორია, რას საქმიანობს და სამომავლოდ როგორი გეგმები აქვთ, გვესაუბრება დამფუძნებელი ანანო ეზიეშვილი.

 

-ანანო, როგორ გაჩნდა იდეა?

-ძალიან მიყვარს ორიგინალური და განსხვავებული საჩუქრების ჩუქება, რომელსაც ყველგან ვერ იყიდი. პანდემიის დროს, როდესაც ვფიქრობდი, 3 მარტს დედისთვის რა მეჩუქებინა, გამახსენდა, რომ რამდენიმე დღით ადრე მან ჩემი ბავშვობის ნახატი მანახა, რომელიც საგულდაგულოდ ჰქონდა შენახული... გადავწყვიტე, რომ ამ ნახატისგან შარფი შემექმნა, რომელმაც უდიდესი სიყვარული დაიმსახურა. მაშინ ვიფიქრე - „რატომაც არა?! ყველას შეეძლოს შეეხოს თავისთვის მნიშვნელოვან ემოციას!“

 

-ბრენდის სახელი საიდან მოდის?

-ბრენდის სახელი ჩემთვის უსაყვარლესი სვანეთიდან მოდის. ლილთე მატყლიდან ძაფის შექმნის პროცესს აღწერს. მეც ასე მგონია, რომ ჩვენ საყვარელი ემოციებით ულამაზეს ნივთებს ვქმნით და მოგონებებს ვაცოცხლებთ, არა?

 

-რამდენად რთული იყო ბაზარზე დამკვიდრებაროგორც ვიციამ მიმართულებით კონურენტი არ გყავთ.

-არც ისე რთული იყო. როდესაც ქმნი ემოციურ ბრენდს, რომელიც შენთვის ღირებულ პროდუქტს ჰყიდის, უფრო მარტივია შეიყვარო ის. იმედია, მალე უფრო მეტი ადამიანი გაგვიცნობს. იყო სირთულეებიც: შეიძლება მომხმარებელს დიზაინი არ მოეწონოს და ვერ შევთანხმდეთ; შეიძლება ნივთი დახარვეზდეს და დავაგვიანოთ მიწოდება;  არის გამოწვევებიც, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მომხმარებელი უკმაყოფილო არ დავტოვოთ.

ფოტოზე: ანანო ეზიეშვილი.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა