მაისში იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 47 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, 2018 წლის 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 332 ფაქტი გამოავლინეს.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 57 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, აჭარის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 15 ფაქტი დაფიქსირდა, იმერეთში - 47 ფაქტი, გურიაში - 4, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 30, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 49 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთში - 16 ფაქტი, შიდა ქართლში - 45, ქვემო ქართლის მასშტაბით - 16 ფაქტი, ხოლო სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 50 ფაქტი, თბილისის მასშტაბით 10 ფაქტი დაფიქსირდა.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 461 მ3-მდე ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 38 ფაქტი დაფიქსირდა და ამოღებულია 27 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.
სამინისტროს ინფორმაციით, 51 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















