"მალე მორიგეობით მოგვიწევს სუნთქვა" -გოგი წულაია
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია, წერეთლის ქუჩაზე ხეების მოჭრას აპოტესტებს. მისი თქმით, ქელბაქიანის უნივერსიტეტის გვერდით კბილის პოლიკლინიკასთან ვაშლის ხეები უკანონოდ მოჭრეს.
"თურმე, ხეებზე ჩიტები ჯდებიან და მანქანაზე ასკლინტავენ, ამ მოტივით მოჭრეს, რამდენიმე ჯანსაღი ვაშლის ხე. ვთვლი, ეს არის ვანდალიზმი და ამ ხელისუფლებამ, თუ ასე გააგრძელა - ტყეები გადაწვეს და ვერ ჩააქრო, თუ ვინმეს გაუხარდება, ხეებს მოჭრის, შედეგად მივიღებთ იმას, რომ მალე მორიგეობით მოგვიწევს სუნთქვა. მოვუწოდებ მერიას, იფიქრონ მომავალ თაობაზე",-განაცხადა გოგი წულაიამ.
გოგი წულაია, სავარაუდოდ, ქუთაისის მერობისთვის იბრძოლებს. მისი თქმით, "თავისუფალი საქართველოს" პარტია 90%-ით მერობის კანდიდატატ მას დაასახელებს. ის იქნება ასევე საარჩევნო სიის პირველი ნომერი.
მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ტერიტორია კერძო საკუთრებაა და მათვის ხეების მოჭრის თაობაზე არავის მიუმართავს.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















