მამუკა რიჟამაძე ვაკისუბნის და სულხან-საბას მოსახლეობას შეხვდა [R]
საარჩევნო პროგრამაზე და გუნდის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატმა ვაკისუბნის და სულხან-საბას დასახლებაში მამუკა რიჟამაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას.
მამუკა რიჟამაძე ამჯერად კანდიდატი კაკაურიძის ქუჩის მოსახლეობას და ყოფილი კლინიკური საავადმყოფოს შენობაში მცხოვრებ, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. მათ საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში 2 წლის წინ გადაეცათ.
როგორც კანდიდატმა განაცხადა პარტია ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" გუნდისთვის მთავარ პრიორიტეტად სოციალური პროექტების კიდევ უფრო მეტად გააქტიურება რჩება.
,,ქალაქში დღემდე მრავლადაა პრობლემები ინფრასტრუქტურული მიმართულებით თუ სოციალური კუთხით. ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანაა სწორედ ამ მიმართულებით ვიმუშავოთ, რომ 4 წელიწადში მოხდეს მათი დიდი ნაწილის მოგვარება,, - განაცხადა დეპუტატობის კანდიდატმა მამუკა რიჟამაძემ.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















